ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რაისი უარყოფს ირანთან და სირიასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა უარყო ირანთან და სირიასთან თანამშრომლობის იდეა ერაყში შექმნილ მძიმე სიტუაციასთან დაკავშირებით. გაზეთ “ვაშინგტონ პოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში ქალბატონმა რაისმა აღნიშნა, რომ ვერ გაითვალისწინებს რეკომენდაციებს ამ ქვეყნებთან თანამშრომლობის შესახებ, რადგან ეს შესაძლოა ძალზე ძვირი დაუჯდეს ამერიკას. სახელმწიფო მდივანის განცხადებით თუ ირანს და სირიას ერაყში სტაბილობის მიღწევა სურთ ამას ამერიკასთან თანამშრომლობის გარეშეც გააკეთებენ. ქალბატონი რაისის თქმით შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს დემოკრატიის მხარდაჭერას ახლო აღმოსავლეთში. დღესვე ერაყის ანბარის პროვინციაში ორი ამერიკელი საზღვაო ქვეითი მოკლეს. ხუთშაბათს ბაღდადში გამოსვლისას რესპუბლიკელმა სენატორმა არიზონას შტატიდან ჯონ მაკ კეინმა ერაყში დამატებითი ჯარების შეყვანა მოითხოვა.
XS
SM
MD
LG