ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადის ცენტრიდან ვინაობადაუდგენელმა პირებმა 30 კაცი გაიტაცეს


ბაღდადის ცენტრიდან ვინაობა დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა 30 კაცი გაიტაცეს. როგორც პოლიცია აცხადებს ინციდენტს ადგილი ჰქონდა ქალაქის სავაჭრო უბანში.

გამტაცებლებმა იარაღის მუქარით ყველას თვალწინ აიძულეს გატაცებულები მანქანებში ჩამსხდარიყვნენ და სასწრაფოდ დატოვეს შემთხვევის ადგილი. მთელს ერაყში გუშინ განხორციელებულ ტერაქტებს სულ მცირე 34 კაცის სიცოცხლე შეეწირა.

ამ ფონზე, ბაღდადში ვიზიტად მყოფმა ამერიკელმა სენატორებმა გააკეთეს განცხადება რომლის თანახმად საჭიროა ერაყში დამატებით თხუთმეტიდან ოცდაათ ათასამდე ჯარისკაცის გადასროლა, რათა მიაღწიონ ქვეყნის სტაბილიზაციას.

სენატორი ჯონ მაქკეინი და მასთან ერთად კიდევ 5 სენატორი ამჟამად ბაღდადში იმყოფებიან სადაც მოლაპარაკებებს აწარმეობენ ამერიკელ და ერაყელ ოფიციალურ პირებთან.

XS
SM
MD
LG