ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუში განაგრძობს ერაყის პოლიტიკის განხილვას


პრეზიდენტი ბუში განაგრძობს ერაყში ახალი პოლიტიკის გადაწყვეტილებაზე მუშაობას. მან უკვე იქონია მთელი რიგი შეხვედრები ამ საკითხზე. იგი პენტაგონში ესაუბრა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნებს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მას სურს რომ ქვეყნის თავდაცვის ახალ მდივანს რობერტ გეითსს საკამრისი დრო მიეცეს რათა პირადად შეაფასოს სიტუაცია და გააკეთოს რეკომენდაციები.

ვაშინგტონ პოსტი და ნიუორკ ტაიმსი იუწყებიან რომ სამხედრო ხელმძღვანელობას სურს ერაყში ამერიკული ძალების სტატუსის შეცვლა. მათ მიაჩნიათ რომ ამერიკელი სამხედროები მხოლოდ უნდა ამზადებდნენ ერაყის შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციას.

ამ ცნობის თანახმად არმიის გენერალს ჯორჯ ქეისის, რომელიც სათავეში უდგას ერაყში ამერიკულ სამხედრო კონტინგენტს, სურს ამერიკული სამხედრო ძალების ბაღდადიდან ერაყის სხვა ქალაქებში რედისლოცირება.

XS
SM
MD
LG