ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში პროფესიონალებმა საგარეო ურთიერთობათა საბჭო დაარსეს


საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის და სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ხელშეწყობით საქართველოში საგარეო ურთიერთობების საბჭო დაარსდა, რომელშიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის საკითხების მიმართ საერთო ხედვის მქონე პროფესიონალები გაერთიანდნენ. საბჭოს დამფუძნებლები არიან ირაკლი მენაღარიშვილი, ალექსანდრე რონდელი, ზურაბ აბაშიძე, გიორგი ბურდული, გიორგი მახარაძე და სხვა.

საბჭო წარმოადგენს პროფესიონალთა არაფორმალურ გაერთიანებას, რომლის მიზანია საგარეო ურთიერთობების სფეროში გადაწყვეტილებათა მიღების პროცისის გაუმჯობესების ხელშეწყობა. შეგვიძლია მოვისმინოთ ზურაბ აბაშიძის კომენტარი :

ბოლო 15 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენს საგარეო ურთიერთობათა „ფრონტზე“ ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ამ წლებში , რაც მთავარია, შეიქმნა დიპლომატიური კორპუსი, რომელიც მანამდე არ არსებობდა. მახსოვს, რაოდენ რთული იყო თავიდან ხალხის შერჩევა, მომზადება საელჩოებში გასაგზავნად.. ახლადდაარსებული საბჭოს ერთ-ერთი დამფუძნებელი და თანათავმჯდომარეა ირაკლი მენაღარიშვილი, რომელსაც პრეზენტაციაზე გავესაუბრე :

საბჭოს დამფუძნებლები არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას იმ საგარეო პოლიტიკური კურსის ფორმირებაში, რომელსაც დღეს საქართველო ადგას.

XS
SM
MD
LG