ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის პრეზიდენტი პაკისტანს თალიბებისადმი მხარდაჭერაში სდებს ბრლას


ჰამიდ კარზაიმ ეს განცხადება გააკეთა ყანდაარში სტუმრობის დროს. როგორც მან თქვა პრობლემას თალიბები კი არა, პაკისტანი ქმნის.

კარზაიმ განაცხადა რომ პაკისტანის განსაზღვრული ოფიციალური სტრუქტურები ხელს უწყობენ თალიბებს და ეს მოძარობა მათი დაწყებულია. პაკისტანელი მაღალჩინოსნები უარყოფენ იმას რომ მათ რაიმე კავშირი აქვთ თალიბებთან.

კარზაი ყანდაარს ეწვია რათა მოლაპარაკებები ჩაეტარებინა დასავლელ დიპლომატებთან და ნატოს ხელმძღვანელებთან იმის თაობაზე თუ რა უნდა გაკეთდეს რომ სამხედრო ოპერაციების დროს მინიმუმამდე იქნას დაყვანილი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ერთერთი ასეთი ოპერაციის დროს წუხელ ორი ავღანელი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.

ერთი მშვიდობიანი მოსახლე ყანდაასრის შორაიხლოს საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მოკლეს. როგორც ნატომ განაცხადა კოალიციურმა ჯარებმა ერთერთი რეიდის დროს ოთხი თალიბი მოკლეს, თუმც იმავ დროს გასროლით მოზარდი გოგონაც დაიღუპა.

XS
SM
MD
LG