ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზის სექტორში ვინაობა დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა ერთერთი მოსამართლე მოკლეს


ვარაუდით ეს პიროვნება ჰამასთან იყო დაკავშირებული. ბასამ ალ ფარაჰი ადგილობრივი ისლამური ტრიბუნალის მოსამართლე იყო.

ღაზის სექტორში მდგომარეობა საკმაოდ დაიძაბა, მას შემდეგ რაც პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის უშიშროების სამსახურის მეთაურის სამი შვილი დახოცეს.

ჰამასის შეიარაღებულმა წევრებმა ცეცხლი გაუხსნეს ფატას მიერ მოწყობილ საპროტესტო დემონსრაციაში მონაწილეთ. აქციაში მონაწილენი პროტესტს გამოთქვამდნენ ბავშვების დახოცვის გამო.

ფატას ოფიციალური პირები ამ ტერაქტში ბრალს დებენ ჰამასს. ჰამასი უარყოფს ამ ბრალდებას.

XS
SM
MD
LG