ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ი გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტი


დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს დიკ ჩეინის ხვდება. მანამდე ბატონი ნოღაიდელი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი, ისევე როგორც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების გზები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დროა შეწყდეს რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობა და უნდა გამოინახოს იმ პრობლემების მოგვარების გზები, რამაც დაძაბა ეს ურთიერთობები. მან კერძოდ თქვა:

-”ჩვენის აზრით პრობლემების ერთმანეთზე გადაბრალების მაგივრად უკეთესია რეგიონში სამშვიდობო გეგმის გატარებაზე ვიღვაწოთ, რათა ეს საქმე მკვდარი წერტილიდან დაიძრას. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი ქალბატონ რაისთან. მან განაცხადა, რომ აშშ-ი სრულიად უჭერს მხარს ჩვენს მიდგომას.”

საქართველო პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიურმა სანქციებმა დიდი ზიანი ვერ მიაყენა საქართველოს ეკონომიკას. მისივე თქმით სანქციებმა მხოლოდ ერთ ნახევარი პროცენტით შეამცირეს საქართველოს მთლიანი ეკონომიკური პროდუქტი. როგორც მან თქვა ეს მაჩვენებელი ათი პროცენტით უნდა გაიზარდოს წელს 2004 წელს გატარებული რეფორმების გამო. როგორც ბატონმა ზურაბმა თქვა განხილული იყო საქრთველოს ნატოს კავკასიის სხვა სახემწიფოებსა და ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავების და რეგიონალური ენერგო უსაფრთხოების საკითხები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიკ ჩეინის გარდა შეხვდება ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს სტივენ ჰედლის.

XS
SM
MD
LG