ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში ორი ტერაქტის შედეგად სამოცი ადამიანი დაიღუპა


ერაყის ძალოვანთა განცხადების თანახმად ორმა კამიკაძე ტერორისტმა თავი აიფეთქა ბაღდადის ცენტრალურ მოედანზე. დაიჭრა ორასზე მეტი კაცი. ტერაქტებს ადგილი ჰქონდა ხალხმრავალ რაიონში.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ მალიკიმ დაჰგმო მომხდარი და განაცხადა, რომ ეს ყოფილი დიდქტატორის სადამ ჰუსეინის მომხრეთა და სუნითი ექსტრემისტების ნახელავია. ამ ფონზე ქალაქ კირკუკში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილენი ჰგმობენ ერაყის საკითხზე ამერიკული სპეც-კომისიის დასკვნას, რომელშიც ლაპარაკია კირკუკის სტატუსზე რეფერენდუმის ჩატარების დაყოვნებაზე.


XS
SM
MD
LG