ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯ ბუშმა განაცხადა რომ ნატოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ევროპაში თავისუფლების განმტკიცებაა


რიგაში გამართულ ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა რომ ნატოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ევროპაში თავისუფლების განმტკიცებაა:

“ ნატოს დარსებიდან თითქმის სამოცი წლის განმავლობაში ევროპაში თავისუფლების უპრეცედენტო გაფართოებას ააქვს ადგილი.

კონტინენტი რომელიც ერთ დროს გაყოფილი იყო შემზარავი რკინის ფარდით დღეს თავისუფალი და გერთიანებულია, თუმც აქვე უნდა ითქვას რომ ევროპის გაერთიანების პროცესი ჯერაც არ არის დასრულებული, ჯერ კიდევ ბევრი სახელმწიფო რომლებმაც თავის დროზე დაამსხვრიეს ტირანიის ბორკილები იღწვიან თავისუფალი ინსტიტუტების შექმნისათვის რაც წარმატებული დემოკრატიული სისტემის საფუძველია. ნატო მხარს უჭერს ამ სახელმწიფოების ლტოლვას თავისუფლებისაკენ.”

პრეზიდენტ ბუშმა ხაზგასმით აღნიშნა რომ ნატო მზად არის მიიღოს მის რიგებში ახალი სახელმწიფოები.

ალბანეთი, ხორვატია და მაკედონია უკვე მონაწილეობენ ნატოში გაწევრიანების მოქმედების გეგმის პროექტში. აშშ დახმარებას უწევს მათ რათა ისინი ამ ალიანსის წევრები გახდნენ.

აშშ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას რეფორემები გაატაროს და საბოლოო ანგარიშში ნატოში გაწევრიანდეს. უკრაინის მთავრობა ცდილობს კორუფცია ამოძირკვოს და კანონიერება განამტკიცოს ქვეყანაში. “დემოკრატია ნელ-ნელა ფესვს იდგამს უკრაინაში, მისი ხელმძღვანელობა ცდილობს საკვანძო მნიშვნელობის რეფორემბის გატარებას.

ნატოს კარი ღიაა უკრაინისათვის, თუკი მასში გაწვრიანებას ისურვებს უკრაინელი ხალხი,” განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა.

მიუხედავად ამ დადებითი პროცესებისა ევროპის ყველა სახელმწიფო არ იღწვის დემოკრატიისათვის, ამის ნათელი მაგალითია ბელორუსი, სადაც დღესაც არბევენ ოპოზიციის მშვიდობიან მანიფესტაციებს, ხოლო ოპოზიციის ლიდერებს კი კლავენ.

“ ჩვენ მივმართავთ ბელორუს ხალხს: ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპაში თქვენც იგულისხმებით, და ჩვენ თქვენს გვერდით ვდგევართ თქვენს ბრძოლაში თავისუფლებისათვის.” განაცხადა აშშ პრეზიდენტმა.

როგორც პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა ევროპაში აღარ არსებობს იდეოლოგიები რომლებიც თავისი არსით სხვა ერებს უქმნიან აგრესიისა და დაპყრობის საფრთხეს. კონტინენტი რომელიც საუკუნეების განამვლობაში არასტაბილობისა და მსოფლიო ომების წყარო იყო დღეს სტაბილობისა და მშვიდობის წყაროდ იქცა.

“თავისუფლებამ მშვიდობა მოუტანა ევროპას. თავისუფლებამ იმის შესაძლებლობა მოგვცა რომ მშვიდობა დავამყაროთ მსოფლიოს სხვა კუთხეებში, ახლო აღმოსავლეთის ჩათვლით.” - განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა.

XS
SM
MD
LG