ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩილეს მთავრობის განცხადების თანახმად არ გამოცხადდება გლოვა ჩილეს ყოფილი დიქტატორის აუგუსტო პინოჩეტის გარდაცვალების გამო


როგორც ამ განცხადებაშია ნათქვამი სანტიაგოში გაიმართება სამხედრო სამგლოვიარო ცერემონია და ჩილეს შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო დროშებს ნახევრად დაუშვებენ.

პინოჩეტის ცხედარი ამჟამად ერთერთი სამხედრო სკოლის სამლოცველოშია დასვენებული.

ჩილეს მემარცხენე ორიენტაციის მქონე პრეზიდენტმა მიშელ ბაშელეტმა განაცხადა რომ იგი არ დაესწრება გენერალ პინოჩეტის პანაშვიდს. პინოჩეტი 91 წლის ასაკში წუხელ გარდაიცვალა.

მისმა ოპონენტებმა ზეიმის ნიშნად მანიფესტაცია მოაწყვეს თუმც მოგვიანებით ეს მანიფესტაცია ძალმომრეობაში გადაიზარდა, როდესაც აქციაში მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ.

სანტიაგოს სამხედრო ჰოსპიტალის შენობასთან სადაც გენერალი პინოჩეტი გარდაიცვლა ასობით მისმა მომხრემ სამგლოვიარო ცერემონია გამართა. ცერემონიაზე წარმოთქმულ სიტყვაში ხაზგასმით იქნა ნათქვამი რომ ავგუსტო პინოჩეტმა ჩილე კომუნიზმის საშინელებისაგან იხსნა.

XS
SM
MD
LG