ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დისკუსია მოაწყო.


ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივამ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. კანონპროექტის მიზანია, როგორც ანოტაციაში წერია, აღმასრულებებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებს შორის დამოუკიდებლობის, ურთიერთკონტროლისა და ურთიერთდაბალანსების ახალი საკონსტიტუციო გარანტიების შექმნა. 2 დღის წინ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დისკუსია მოაწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის წევრებმა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა და სხვა. სამართლიანი არჩევნების იურიდიული მრჩეველი კახა სოფრომაძე დღეს ჩვენი სტუმარია : - საკანონმდებლო ნოვაციას წარმოადგენს პრეზიდენტისთვის სასამართლო ხელისუფლებაში საკადრო საკითხების გადაწყვეტისადმი ახლებური მიდგომა. პრეზიდენტს არ ექნება საერთო სასამართლოს სისტემის მოსამართლეთა დანიშვნისა და განთავისუფლების პრეროგატივა. აღნიშნული საკითხი დარეგულირდება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ორგანული კანონით... - სამართლიანი არჩევნები იმედს გამოთქვამს, რომ დისკუსიაზე წარმოდგენილი შენიშვნები და მოსაზრებები, ისევე როგორც შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც გადაეცემა საქართველოს პარლამენტს, გათვალისწინებული იქნება საკანონმდებლო ორგანოს მიერ და ხელს შ ეუწყობს კანონპროექტის დახვეწასა და საბოლოო ვარიანტის შემუშავებას.
XS
SM
MD
LG