ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია 36 კაცი.


ერაყის პოლიციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შიიტთა წმინდა ქალაქ კარბალაში განხორციელებულ, მანქანაში ჩამონტაჟებული ბპმბის აფეთქებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია 36-ტი კაცი. ამ ინფორმაციით, აფეთქება დღეს, იმამ ალის სალოცავის შორიახლოს მოხდა. ბაღდადიდან 80-ცი კილომეტრის დაშორებით ბდებარე კარბალა, ნაჯაფის შემდეგ შიიტთა მეორე უწმინდეს ქალაქად ითვლება და იქ ყოველთვის უამრავი მომლოცველი იყრის თავს. გაეროს გენერელურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ ერაყის კონფლიქტის გამწვავება სამოქალაქო, ან სულაც რეგიონალურ ომში შეიძლება გადაიზარდოს.
XS
SM
MD
LG