ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ კრიზისთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მიმდინარეობა მომავალ კვირას განახლდება.


ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ კრიზისთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მიმდინარეობა პეკინში, მომავალ კვირას განახლდება. ჯერ-ჯერობით ამის შესახებ ოფიციალური განცხადებით არვინ გამოსულა, თუმცა გაზეთ “ვაშინგტონ პოსტითღ” მტკიცებით, მოლაპარაკებების დროს, მთავარი ამერიკელი მოთათბირე კრისტოფერ ჰილი ასეთი განცხადებით სულ მალე გამოვა. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო ასო, დღეს ფილიპინებში ჩინელ კოლეგას შეხვდა: მისი თქმით “ჩრდილოეთ კორეაში საერთაშორისო ატომური სააგენტოს ინსპექტორების დაბრუნებას მოლაპარაკებების მომავალზე დიდი გავლენის მოხდენა ძალუძს”.
XS
SM
MD
LG