ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის პოლიციამ რუსი ექს-ჯაშუშის ლიტვინენკოს სიკვდილთან დაკავშირებულ რადიოაქტიულ კვალს მიაგნო.


გერმანიის პოლიციის განცხადებით, მიგნებულია რუსი ექს-ჯაშუშის ლიტვინენკოს სიკვდილთან დაკავშირებული რადიოაქტიული კვალი. დღეს პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რადიაციული კივალი, ჰამბურგში მდებარე რუსი ბიზნესმენის დიმიტრი კოვტუნის ბინაშია მიგნებული. ცნობილია, რომ კოვტუნი ალექსანდრ ლიტვინენკოს პირველ ნოემბერს, ანუ ამ უკანასკნელის მოწამვლის დღეს, ლონდონში შეხვდა. კოვტუნი თავადაა მოწამლული რადიაქტიული ნივთიერებით და მისი მდგომარეობა კრიტიკულად ითვლება. შეგახსენებთ, რომ სამი კვირის წინ გარდაცვლილმა, პლუტონიუმ 210-ის მეშვეობით მოწამლულმა ლიტვინენკომ, სიკვდილის წინ მისი მიკვლის ბრძანების გაცემაში თავად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG