ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიმიტრი სანაკოევი მთავრობას აკომპლექტებს


ყველასათვის ცნობილია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დადგენილება სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის შედეგების ცნობასთან და რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის ასოცირებულ წევრად შესვლასთან დაკავშირებით. დღეს აფხაზურმა მხარემ ენგურის ხიდი გადაკეტა, შეწყვეტილია ყოველგვარი მოძრაობა. როგორც ცნობილი გახდა, სეპარატისტების ლიდერი სერგეი ბაღაფში ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გამორთვით იმუქრება. თუ ბაღაფშმა მუქარა შეასრულა, დასავლეთ საქართველო ელექტროენერგიის გარეშე დარჩება.

ცხინვალის რეგიონში ალტერნატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დიმიტრი სანაკოევი თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ მთავრობას აკომპლექტებს, სანაკოევის ხელისუფლებაში 12 სამინისტრო იქნება .

ქართულ-ოსურ ზონაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ხეობის მაჟორიტარ-დეპუტატი გურამ ვახტანგიშვილი გვესაუბრება :

- ხეობაში სიწყნარეა. 12 მინისტრისგან 7 მინისტრი დაამტკიცა უკვე სანაკოევმა. ავღნიშნავ, რომ როგორც სანაკოევის, ასევე კოკოითის ხელისუფლება უკანონო იქნება, მაგრამ სანაკოევის მთავრობას მეტი ლეგიტიმაცია ექნება, ვინაიდან სანაკოევის საპრეზიდენტო არჩევნებში და ე.წ. რეფერენდუმში ხეობის როგორც ქართველმა, ასევე ოსმა მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა, განსხვავებით კოკოითისაგან : კოკოითის სეპარატისტული რეჟიმი აირჩია მარტო ოსმა მოსახლეობამ , ისიც მხოლოდ ცხინვალში და ჯავაში.

XS
SM
MD
LG