ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში კოალიციურმა ძალებმა სპეც-ოპერაციისას ალყაიდას ოცი მოთარეშე მოჰკლეს


როგორც ამ განცხადებაშია ნათქვამი ოპერაცია დღეს გამთენიისას დაიწყო ბაღდადიდან ჩრდილოეთში. ოპერაციის დროს სახმელეთო ძალებს ზურგს უმაგრებდა ავიაცია.

გამოქვეყნდა იმ საიდუმლო იარაღის საწყობების ფოტოსურათები, რომლებიც ოპერაციის დროს აღმოაჩინეს. ამ ფონზე ბრიტანეთისა და დანიის სამხედრო მოსამსახურეებმა ერთობლივი ოპერაციისას ადგილობრივი შეიარაღებული დაჯგუფების ხუთი ლიდერი დააკავეს.

როგორც კოალიციური ძალების რწმუნებულმა განაცხადა რეიდში ათასზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მანაწილეობა. ამოღებულია დიდძალი იარაღი რაკეტების რეაქტიული ჭურვებისა და ავტომატების ჩათვლით.

XS
SM
MD
LG