ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს პერლ ჰარბორზე თავდასმიდან 65-ე წლისთავი აღინიშნება.


1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის ავიაციამ გამანადგურებელი დარტყმა მიიტანა პერლ ჰარბორზე, რამაც პრაქტიკულად მწყობრიდან გამოიყვანა შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის ფლოტი. ამ თავდასხმისას ორი ათას სამასზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ჩაიძირა 5 სამხედრო კრეისერი.

ასობით ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი აეროდრომებზე იქნა განადგურებული. ამ თავდასხმის შემდეგ აშშ-ი ეგრეთ წოდებული ანტიკომინტერნული პაქტის, ბერლინ-რომი-ტოკიოს ღერძის ქვეყნების წინააღმდეგ ომში ჩაება.

დღეს ჰავაიში ამ თავდასხმის მომსწრე 500 ვეტერანი სპეციალურ ცერემონიაში იღებს მონაწილეობას. ეს შეკრებები 1966 წელს იღებს დასაბამს, როდესაც თავდასხმიდან 25-ე წლისთავი აღინიშნა. ცერემონია ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. ორგანიზატორები შიშობენ რომ წლევანდელი შეხვედრა შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს, რადგანაც ვეტერანების ასაკი 80-90 წელს აღწევს. უახლოეს მომავალში პერლ ჰარბორში 50 მილიონ დოლარად შეფასებული ცენტრი და მუზეუმი გაიხსნება.

XS
SM
MD
LG