ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, ჩრდილოეთ კორეაში კიდევ ერთი ისტორიულ ვიზიტს გეგმავს


ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამა ბუშის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის წინაშე მდგომ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საკითხს წარმოადგენს. ამერიკის ხელისუფლება კომუნისტურ ჩრდილოეთ კორეასთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე არ მიდის.

შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ირის წარმომადგენლებმა მას შემდეგი წინადადება წაუყენეს:

“თუ შეერთებული შტატები, ფხენიანის მხრიდან სამხრეთ კორეაზე თავდასხმის გარდა, სხვა შემთხვევებში ჩრდილოეთ კორეაზე თავდაუსხმელობის ოფიციალურ პირობას დადებს და თუ ჩვენ ამ ქვეყანასთან ურთიერთობის გამოსწორებას და ფხენიანის წინაარმდეგ შემოღებული ემბარგოსა და ჩრდილოეთ კორეის საერთაშორისო საზოგადოებრიობაში ინტეგრაციას შევუწყობთ ხელს, მაშინ ისინი ბირთვული იარაღის შექმნის პროცესს შეაჩერებენ და ბირთვულ ობიექტებზე უცხოელ დამკვირვებლებსაც ხელახლა დაუშვებენ. მე არ ვიცი თუ რა უფლებამოსილებას ფლობდნენ ისინი ვინც მე ამ წინადადების შესახებ მესაუბრა. ამიტომაც ჩემი ნათქვამი ოფიციალურ წინადადებას არ წარმოადგენს”. თქვა ბატონმა კარტერმა.

ბატონი კარტერის სამეცნიერო ასპარეზზე მოღვაწეობა, ბირთვულ ფიზიკასა და რეაქტორების ტექნოლოგიათა ცოდნასაც მოიცავს. იგი აგრეთვე ამერიკის ერთედერთი პრეზიდენტია ვინც ჩრდილოეთ კორეას ადრე ესტუმრა.

ეს ვიზიტი 1994 წელს მაშინ განხორციელდა, როდესაც კომუნისტურმა ჩრდილოეთ კორეამ ატომური ენერგიის საერთასორისო სააგენტოს ინსპექტორები გააძევა იონგბიონგის ბირთვული ობიექტიდან და იარაღის შექმნისათვის გამოსადეგი პლუტონიუმის გამდიდრებით დაიქადნა.

“ამერიკელმა გენერალმა გერი ლაკმა მითხრა, რომ ახლა, ომის შემთხვევაში, სამხრეთ კორეას უფრო დიდი განსაცდელი დაატყდება თავს ვიდრე კორეის პირველი ომის დროს”. ამბობს ბატონი კარტერი.

1994 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა, თეთრ სახლს, არსებული დაპირისპირების განმუხტვის მცდელობით, მისთვის ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლის უფლების მიცემა სთხოვა.

“მე მაშინ კლინტონის ადმინისტრაციის რამდენიმე მოთხოვნა გადავეცი კიმ ჩენ ირს, რომელიც ყველა ამ მოთხოვნას დაჰყაბულდა”. აგრძელებს ბატონი კარტერი.

მისი ვიზიტი ფხენიანში დიპლომატიურ წარმატებად ითვლება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებისათვის, მუშაობის გაგრძელების უფლების მიცემა სწორედ ამ ვიზიტის დამსახურებას წარმოადგენს.

“ჩვენ ჩრდილოეთ კორეას თანამედროვე რეაქტორების აშენებას დავპირდით. მაშინ მე, კიმ ჩენ ირი სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართავზეც დავიყოლიე. ეს შემდეგში განხორციელებული მოლაპარაკება, ორ ქვეყანას შორის 43 წლის განმავლობაში პირველად შედგა”. ამატებს ყოფილი პრეზიდენტი.

2002 წელს პრეზიდენტმაბუშმა ჩრდილოეთ კორეა მის მიერ “ბოროტების კვეყნებად” შერაცხულთა შორის დაასახელა და მოლაპარაკებების მიმდინარეობა შეწყვიტა. საპასუხოდ ფხენიანმა კიდევ ერთხელ გააძევა ატომური სააგენტოს დამკვირვებლები და ბირთვული იარაღისათვის გამოსადეგი პლუტონიუმის გამდიდრებას მიჰყო ხელი.

“ამჟამად ჩრდილოეთ კორეას შვიდი ან რვა ბირთვული აფეთქების განხორციელება ძალუძს” ამბობს ბატონი კარტერი.

გასულ ოქტომბერს, ფხენიანის მიერ წარმატებული ბირთვული აფეთების განხორციელების წყალობით, კარტერის 1994 წლის ვიზიტის ეპოქასთან შედარებით, სიტუაცია აზიაში საკმაოდ დაიძაბა.

კითხვაზე, არის თუ არა იგი მზად ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან ხელმეორე შეხვედრისათვის? კარტერი პასუხობს, რომ “იგი თეთრი სახლის მიერ მისთვის ასეტი მანდატის მინიჭების შემთხვევაში აუცილებლად გაემგზავრება, მაგრამ უმანდატოდ ამას არ გააკეთებს.

ჯერ-ჯერობით თეთრი სახლი ყოფილ პრეზიდენტს დახმარებას არ სთხოვს. ბუშის ადმინისტრაცია, ორივე კორეის, ჩინეთის, იაპონიის, რუსეთისა და შეერთებული შტატების მონაწილეობით, ექვსმხრივი მოლაპარაკებების განახლებას ანიჭებს პრიორიტეტს. მიუხედავად იმისა, რომ ექვსმხრივი მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეის კრიზისთან მიმართებაში არსებულ ერთადერთ ფორუმს წარმოადგენს. ექვსი ქვეყნის წარმომადგენლების შემდეგი შეხვედრის ვადაც კი არა არის განსაზღვრული.

XS
SM
MD
LG