ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების კონგრესი ამერიკა ინდოეთის მშვიდობიანი მიზნებით განსაზრვრული ბირთვული შეთანხმების კანონპროექტზე მუშაობას ასრულებს


სენატისა და წარმომადგენელთა პალატების კანონმდებლები ამ საკამათო საკითხის ირგვლივ დებატებისათვის შეიკრიბნენ. რესპუბლიკელმა სენატორმა ჰენრი ჰაიდმა განაცხადა, რომ შეთანხმება ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ეს პარტნიორობა კი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის სტაბილობას შეუწყობს ხელს. მან დაამატა, რომ ამ ხელშეკრულების დახმარებით უფრო იოლი იქნება ინდოეთის, ირანის ბირთვული პროგრამის საწინააღმდეგო პოზიციაზე გადაბირება.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა სენატორმა ბილ ფრისტმა განაცხადა, რომ მან ინდოეთის პრემიერ-მინისტრი დაარწმუნა იმაში, რომ ხელშეკრულების საბოლოო ვერსიაზე მუშაობა უკვე მიმდინარე კვირას დასრულდება.

XS
SM
MD
LG