ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფიჯის კუნძულებზე გუშინ განხორციელებული გადატრიალების შემდეგ, არმია ქვეყნის გაკონტროლების მცდელობით, მკაცრ ზომებს ატარებს


დღეს ფიჯის შეიარაღებულ ძალთა მთავარსარდალმა და გადატრიალების მოთავემ ფრენკ ბაინიმარამამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ბაინიმარამას თქმით, იგი გადატრიალებისადმი წინააღმდეგობის გაწევის ყოველგვარ მცდელობას სასტიკად ჩაახშობს. მან აგრეთვე ქვეყნის პოლიცის ხელმძღვანელი გადააყენა მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა სამხედროთა ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა.

მთავარსარდალი აცხადებს, რომ სამხედროებს მშვიდობიანად სურთ გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბება, რაც შემდეგ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს. დღესვე გადატრიალების თავკაცმა გარდამავალი მთავრობის თავმჯდომარედ, პოლიტიკაში გამოუცდელი სამხედრო ექიმი დოქტორი ჯონა სენილაგაკალი დანიშნა.

XS
SM
MD
LG