საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციები დაწესდება, თუმცა მათი მასშტაბურობა ჯერ კიდევ დასადგენია.
ფილიპ დუსტ ბლაზი ფრანგული რადიო არ თი ელისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ გადასაწყვეტი ამჯერად მხოლოდ ის საკითხია, თუ რას მოიცავს სანქციები.
ცოტა ხნის წინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იტყობინებოდა, რომ მსოფლიოს ექვსმა სახელმწიფომ ირანთან დაპირისპირების საკითხში არსებით პროგრესს მიაღწია. მიუხედავად ამისა, ჯგუფმა მაინც ვერ შესძლო გაეროს უშიშროების საბჭო სანქციებისგან თავის შეკავებაში დაერწმუნებინა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც შეერთებული შტატების, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, ჩინეთის და გერმანიის წარმომადგენლები პარიზში, დახურულ კარს მიღმა შეიკრიბნენ.
ირანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას, ჩინეთისა და რუსეთის წარმომადგენლები უხალისოდ დაეთანხმნენ.