ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქ ყანდაარში აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა


ავღანეთის სამხრეთის ქალაქ ყანდაარში კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არის ორი ამერიკელი.

თვითმხილველთა განცხადებით, კამიკაძე ამერიკული ფირმის შორუახლოს მივიდა და თავი ხალხმრავალ ადგილას აიფეთქა. თვითმხილველთა ინფორმაციით, დაიღუპა კომპანიის 5 ავღანელი და ორი ამერიკელი თანამშრომელი.

ამერიკული ფირმა USPI უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს ავღანეთში სამუშაოდ მივლინებული უცხოელებისთვის. მეამბოხე თლიბებმა თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა მომხდარის გამო.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელი ბრიგადის გენერალი რიჩარდ ნაჯი აცხადებს, რომ დეკემბერში განხორციელებული კამიკაძე აფეთქებების რიცხვმა იკლო.

მისი განცხადებით:“ კამიკაძე ტაქტიკას ისინი იმიტომ მიმართავენ, რომ ტერორისტები სასოწარკვეთილეაში არიან ჩავარდნილი. ასეთი ტაქტიკა სამომავლოდ მათ წინააღმდეგ იმუშავებს, რამეთუ ავღანელი ხალხი მათ დაუპირისპირდება”.

XS
SM
MD
LG