ქეთი გაბუნია - ერაყის საკითხის შემსწავლელმა სპეც. კომისიამ ოფიციალურად გამოაქვეყნა მისი ანგარიში და რეკომენდაციები. მთლიანობაში დოკუმენტში მოცემულია სამი მთავარი რეკომენდაცია - ერაყში ამერიკული ძალების მთავარი მიზნის შეცვლა, ერაყის მთავრობის მიერ სასწრაფო ზომების გატარება დასახული ამოცანების შესრულების მიზნით და ახალი დიპლომატიური და პოლიტიკური ინიციატივების დანერგვა, როგორც თვით ერაყში ასევე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. პრეზიდენტი ბუში აცხადებს, რომ კომისიამ ძალზე მკაცრი შეფასება მისცა სიტუაციას ერაყშში, თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე?
მაიკლ სტერნერი -ჩემის აზრით მთლიანობაში კარგი ანგარიშია. მიუხედავად იმისა რომ შეიძლება პრეზიდენტი ამ რეკომენდაციებიდან ზოგ რაღაცას არ ეთანხმება, მან გულდასმით უნდა შეისწავლოს და გაითვალისწინოს ეს რეკომენდაციები. მან მაინც ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ კონგრესში ამ ანგარიშს დიდი მხარდაჭერა ექნება, რადგანაც ამ კომისიაში როგორც დემოკრატიული ასევე რესპუბლიკური პარტიის, ორივე პარტიის, საკმაოდ დიდი წონის მქონე წარმომადგენელები შედიან. თუმც არა ვარ დარწმუნებული იმაში, რომ პრეზიდენტი მაინც თავისებურად არ გააკეთებს ყველაფერს. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ეს ანგარიში არ არის ერთადერთი, რომელიც ერაყის საკითხებზე გამოქვეყნებულა, მაგრამ ეს ანგარიში მაინც ამ თემაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.
ქ.გ. - დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაცია აშშ-მა სირიასთან და ირანთან უშუალო კონტაქტები დაამყაროს, რადგანაც ისინი ჩაერთონ ერაყის მოწესრიგების ძალისხმევაში. თეთრი სახლი მაინცა და მაინც არ არის დაინტერესებული ამ მიდგომით. თქვენის აზრით კომისია ამ შემთხვევაში მართებულ რეკომენდაციას იძლევა თუ არა? მართლაც ძალუძთ ირანსა და სირიას ერაყში მდგომარეობის სასიკეთოდ შემობრუნება თუ არა?
მ.ს. - ჩემის აზრით ამის მიღწევა მეტად რთული იქნება. ბევრია დამოკიდებული თვით ერაყის შეიარაღებული ძალების სულისკვეთებაზე და საერთო პოლიტიკურ გარემოზე ქვეყანაში. კიდევ იმაზე თუ ვინ უფრო მეტ სიმტკიცეს და ბრძოლისუნარიანობას გამოიჩენს ერაყის შეიარაღებული ძალები თუ მოთარეშეები? ჩემის აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ერაყში წარმატების მისაღწევად არის ერის შერიგება და გამთლიანება. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ თვით ერაყელებზეა დამოკიდებული. ძალიან რთულია იმის პროგნოზირება შესძლებს თუ ერაყის არა ახლანდელი მთავრობა დასახული მიზნების მიღწევას.
ქ.გ. - დოკუმენტში ნათქვამია, რომ ერაყში ბუშის პოლიტიკა არ იძლევა სასურველ ნაყოფს და რომ საჭიროა ამერიკული სამხედრო სტრატეგიის მნიშვნელოვანი შეცვლა, ანუ ამერიკული ძალები საომარიდან დამხმარე ფუნქციებზე უნდა გადავიდნენ. რამდენად რეალისტურია ეს ცვლილება, როგორ ფიქრობთ ერაყის სამთავრობო ძალები მზადაა იმისათვის, რომ ერაყში სტაბილობას მიაღწიოს და შემდეგ შეინარჩუნოს იგი?
მ.ს - არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს აუცილებლად ამ სცენარით უნდა განვითარდეს. პრემიერ-მინისტრი მალიკი მეზობელ ქვეყნებში მის წარმომადგენლებს აგზავნის, რათა მათი მხარდაჭერა მოიპოვოს და არ არის გამორიცხული, რომკონფერენციაც კი მოეწყოს ამ საკითხზე. ეს ყველაფერი ერაყელებმა თვით უნდა ითაონ. საყურადღბოა კიდევ ირანის მოთხოვნა. იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაებმება ამ პროცესში თუ კონკრეტულად იქნება მოცემული ამერიკული ძალების ერაყიდან გაყვანის განრიგი. ეს არა ერთხელ ითქვა წარსულში. ჩემის აზრით ირანი ზეწოლას ახდენს ალმალიკის მთავრობაზე, რათა მათ თავის მხრივ მოხდინონ ზეწოლა ამერიკელებზე, რათა გავიყვანოთ ჩვენი ჯარები ერაყიდან.