ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში, ბაზრის ტერიტორიაზე ნაღმი აფეთქდა


ერაყის უშიშროების სამსახურების განცხადებით, ბაღდადის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ბაზრის ტერიტორიაზე დღეს ნაღმსატყორცნების აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 40 .

დამოუკიდებლად ამ ინციდენტისა, პოლიცია აცხადებს, რომ ერთი ადამიანი გარდაიცვალა და სამი დაიჭრა ქალაქ ისკანდარიაში მომხდარი ბომბის აფეთქების შედეგად.

დღესვე, ამერიკელი სამხედროები იტყობინებოდნენ, რომ კოალიციის ძალებმა ერთი ეჭვმიტანილი ტერორისტი მოჰკლეს. ქალაქ ხანაქინში კი დაკავებულია ერთი მოთარეშე.

კვირის დასაწყისში მთავრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ქალაქ რამადიში შეიარაღებული დაპირისპირებისას ერაყის პოლიციამ 63 მოთარეშე მოკლა. თუმცა მოკლული მოთარეშეების რაოდენობა ვერ დასტურდება დამოუკიდებელი წყაროებიდან.

XS
SM
MD
LG