ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მოსკოვში  დეპორტაციის მოლოდინში მყოფი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალება ხდება შეშფოთების მიზეზი“


დღეს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა შეშფოთება გამოხატა მოსკოვში საქართველოს მოქალაქის მანანა ჯაველიას გარდაცვალების გამო.

“ბოლო ორი თვის მანძილზე მოსკოვში დეპორტაციის მოლოდინში მყოფი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალება ხდება შეშფოთების მიზეზი“, - განაცხადა მან. მისივე თქმით მიმდინარეობს საქმის გამოძიება რასაც ევროპის საბჭო გულდასმით ადევნებს თვალს.

51 წლის მანანა ჯაველია მოსკოვის გამანაწილებელში 2 დეკემბერს, დაპატიმრებიდან ექვსი კვირის შემდეგ გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG