ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ბობ გეიტსი შესანიშნავი თავდაცვის მდივანი იქნება.”


პრეზიდენტ ბუშს იმედი აქვს რომ თავდაცვის მდივნის პოსტზე მის კანდიდატს რობერტ გეიტს სენატი დაამტკიცებს. 63 წლის გეიტსი ამ პოსტზე შეცვლის დონალდ რამსფელდს. იგი წლების განმავლობაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი იყო.

პრეზიდეტმა ბუშმა რობერტ გეიტსთან თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ შემდეგი განცხადება გააკეთა: “ბობ გეიტსი თავდაცვის შესანიშნავი მდივანი იქნება. მე დადებითად ვაფასებ იმ ფაქტს რომ სენატი დღეს მართავს მოსმენას ამ საკითხის ირგვლივ და ვიმედოვნებ რომ იგი მის კანდიდატურას რაც შეიძლება მოკლე ხანში დაამტკიცებს.”

სენატის შეიარაღებულ ძალთა კომიტეტი არაერთ კითხვას დაუსვამს გეითს იმის თაობაზე თუ როგორ აპირებს ერაყში მიმდინარე ომის წარმართვას.

XS
SM
MD
LG