ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში განხორციელებულ ტერაქტებს 30 ადამიანი შეეწირა


როგორც ერაყის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა განაცხადეს დღეს ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში ვინაობა დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა მოაწყეს ავტობუსზე , რომლითაც მუშები გადაჰყავდათ.

დაუზუსტებელი მონაცემებით დაიღუპა 14 კაცი. ეს მუშები ერთერთი შიიტური ორგანიზაციის წევრები იყვნენ.

პოლიციის განცხადების თანახმად ბაღდადის ერთერთ უბანში სამი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. დაიღუპა 15, ხოლო დაიჭრა 25 კაცი.

ბაღდადში მოთარეშეების მიერ ამერიკულ სამხედრო პატრულზე განხორციელებული თავდასხმის დროს 1 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 5 კი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG