ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპარლამენტო ოპოზიცია კონტროლის პალატას რეპრესიებში ადანაშაულებს


საპარლამენტო ოპოზიციამ, „ახალმა მემარჯვენეებმა“ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს. ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით გამყრელიძემ საქართველოს კონტროლის პალატას , სხვა ძალოვან სტრუქტურებთან ერთად რეპრესიული ორგანო უწოდა. აღნიშნული განცხადება ახლების ლიდერმა ტელეგადაცემის საფუძველზე გააკეთა, სადაც კონტროლის პალატის ყოფილმა მაღალჩინოსანმა - ნუგზარ ნაჭყებიამ პირდაპირ ეთერში შს სამინისტროს და პროკურატურის მაღალჩინოსნები დაადანაშაულა, რომ ისინი მას სატყეო დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელის, ბიძინა გიორგობიანის და „საქსტანდარტების“ თავმჯდომარის , მიხეილ ჯანიკაშვილის წინააღმდეგ ინფორმაციის შეთითხვნას ავალებდნენ. ცნობისათვის, ბ.გიორგობიანი ბოლო 2 წელი გერმანიაში ცხოვრობს, ხოლო მ.ჯანიკაშვილი პატიმრობაში იმყოფება.

ბრიფინგზე დ.გამყრელიძემ განაცხადა : - სამწუხარო ფაქტია, რომ რევოლუციის პირველივე დღეებიდან ხელისუფლების მიერ სახელმწიფო რეპრესიული მანქანა - პროკურეტურა, შსს, ფინანსური პოლიცია და სამხედრო პოლიცია ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა:

1. პირადი ანგარიშსწორების { გირგვლიანის, რობაქიძის შემთხვევები];

2. პოლიტიკური დევნის { ბათიაშვილი, თავდგირიძე და ა.შ.]

3. ფულის გამოძალვისა და ბიზნესზე ზეწოლის მიზნით.

ტელევიზიით გაჟღერებული საგანგაშო ინფორმაციიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ კონტროლის პალატა პარლამენტის სტრუქტურულ დაქვემდებარებაშია, დ.გამყრელიძემ ზემოაღნიშნული საკითხის შესასწავლად მომხსენებელთა ჯგუფის შექმნა მოითხოვა, რომელშიც თანაბრად შევლენ ოპოზიციის და უმრავლესობის წარმომადგენლები.

- კომენტარისთვის ახლების ერთ-ერთ ლიდერს, მანანა ნაჭყებიას მივმართე : - ჩვენ მარტო ტელევიზით გაკეთებულ ინფორმაციას არ ვეყრდნობით.. ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილი იყო ბატონი ნაჭყებიას განცხადებამდეც.. ადრე ბ-ნი გიორგობიანისგან, ის დაგვიკავშირდა ჩვენ და შეგვატყობნინა ეს ყველაფერი...

- საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მომხსენებელთა ჯგუფის შექმნის შესახებ ინიციატივის იგნორირება ჩვენშიც და საზოგადოებაშიც კიდევ უფრო გაამყარებს ეჭვს კონტროლის პალატის და ზოგადად მაკონტროლებებლი ორგანოების დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ , აცხადებენ ახალი მემარჯვენეები. აღნიშნული ინიციატივით ახლები ხვალინდელ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოვლენ.

-დაუჭერს თუ არა უმრავლესობა მხარს ახლების ინიციატივას, ამ კითხვით აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ედვარდ სურმანიძეს მივმართე :

- ალბათ, უნდა ვიმსჯელოთ. პირველ რიგში კარგად უნდა გავეცნოთ გაკეთებულ განცხადებებს.. პარლამენტი აღნიშნულ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

XS
SM
MD
LG