ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული მედია - დღეს


უკანასკნელ დროს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება ქართულ მედიაში და ჩვენ ამ შემთხვევაში სატელევიზიო მედიას განვიხილავთ. ერთი მედია ჰოლინგის ხელში აღმოჩნდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”, “მზე” და “პირველი სტერეო”. ამასთანავე “რუსთავი 2”-ში შეიცვალა, როგორც ხელმძღვანელობა, ასევე მფლობელი და წლების განმავლობაში იქ მოღვაწე ჟურნალისტები. საინტერესო ის არის, რომ საზოგადოებისათვის უცნობია ამ ცვლილებების მიზეზი.

ტელეკომპანია “იმედს” “News Corp”-ის სახით კიდევ ერთი მფლობელი გამოუჩნდა და მისი ერთი წარმომადგენელი უკვე თბილისში, ანუ ადგილზე ჩამოვიდა ტელეკომპანიის ხელმძღვანელად. ეს ყველაფერი, რაც შეეხება საორგანიზაციო საქმეებს, მაგრამ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დიდი ხანია მსჯელობა მედიაში არსებული სიახლეების, ახალი ტენდენციების შესახებ აღარ მიმდინარეობს, თუმცა საზოგადოების ინტერესის სფერო ის კიდევ არის.

ია ანთაძე – სამწუხაროდ ასეთ ანალიზს, არავინ არ აკეთებს, თუმცა არსებობს ევრო კავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც გულისხმობს საინფორმაციო სივრცის, 4 თვიან, სერიოზულ გამოწვლელვით ანალიზს. იმედია ამის შემდეგ, ჩვენ გვექნება რაღაც დასკვნების გაკეთების საშუალება.

ამას მოგვახსნებს, ჟურნალისტი და მედია მკვლევარი ია ანთაძე. ვიდრე ევრო კავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა ამოქმედდება, საზოგადოება სვამს კითხვებს. მაშინ, როდესაც საქართველოს ძალიან რთულ პირობებში უწევს არსებობა, ვგულისხმობთ რუსეთთან ურთიერთბოის დაძაბულ ეტაპს, რა როლს უნდა ასრულებდეს მედია. გამოითქვა ასეთი პრეტენზიები, რომ ამ ვიტარებაში მედია მხოლოდ რუსეთის ანტიპროპაგანდით არის დაკავებული, რაც საბოლოო ჯამში, მოსახლეობაში მეტად ნერგავს შიშის შეგრძნებებს. საზოგადოება არსებული ვითარების ანალიტიკურ განხილვას ითხოვს. მედია მკვლევარი ია ანთაძე, პასუხობს კითხვას, ამგვარ ვითარებაში რა ფუნქციას უნდა ასრულებდეს მედია?

ია ანთაძე – პირველ რიგში უნდა არსებობდნენ ჩვენს მედია სივრცეში ჟურნალისტები, რომელიც იქნება ექსპერტიც. როგორ შეიძლება ჩვენთან ჟურნალისტი ყველა თემაზე საუბრობდეს ერთნაირი კომპეტენტურობით. თუკი ჩვენ ერთი რომელიმე თემა ვიცით ზედმიწვენით კარგად, არ შეიძლება ასევე კარგად ვიცოდეთ სხვა თემის არსიც. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაკლია ანალიტიკოსი ჟურნალისტები, რომელთა პროფესიონალიზმიც ცოდნაზე არის დამაყრებული ჩვენ არ გვყავს. Aმიტომაც საზოგადოების პრეტენზია, რომ ასეთ ვიტარებაში ჩვენ მხოლოდ პროპაგანდას ან ანტიპროპაგანდას ვისმენთ სრულიად საფუძვლიანია, რადგან პროპაგანდა გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე ანალიზი.

ამ და სხვა პრობლემების გამო, დღეს ქართული საზოგადოება მედიისგან შესაძლებელია ვერ იღებდეს ყველა იმ პასუხს, რომელიც ამ დაძაბულ ვითარებაში უჩნდება.

XS
SM
MD
LG