ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ოფიციალური პირები ერაყის მოსახლეობას ძალადობის მეშვეობით ბრძოლის უარყოფისაკენ მოუწოდეს


ერაყში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის მხედართმთავარმა და ამერიკის ელჩმა ერაყში, ქვეყნის მოსახლეობას ძალადობის მეშვეობით ბრძოლის უარყოფისაკენ მოუწოდეს.

დღეს ერაყში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის მხედართმთავარმა, გენერალმა ჯორჯ კეისიმ და ამერიკის ელჩმა ერაყში ზალმაი ხალილზადმა, ქვეყნის მოსახლეობას ძალადობის მეშვეობით ბრძოლის უარყოფისაკენ მოუწოდეს. ელჩმა ახლახანს ბაღდადში განხორციელებული მანქანების აფეთქებები და შურისძიების ნიადაგზე მომხდარი მკვლელობები დაგმო და თქვა, რომ ასეთი ქმედება ხელს უმართავს მათ, ვისაც ერაყის სახელმწიფოებრიობის განადგურება სურს.

დღეს ბაღდადში, საკუთარი სახლის წინ სიცოცხლეს გამოასალმეს ერაყელი რადიოჟურნალისტი ნაბილ იბრაჰიმ ალ-დულაიმი.

ამერიკელი სამხედროების თქმით, ასევე დღეს, ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი წყალში გაუთვალისწინებელი დაჯდომისას, დაიღუპა ერთი ხოლო დაკარგულია სამი საზღვაო ქვეითი. ინფორმაციის თანახმად ინციდენტი მოწინააღმდეგის მიერ განხორციელებული აქციის შედეგს არ წარმოადგენს.

ძალადობის აღმოფხვრის შესახებ სასაუბროდ, დღეს ვაშინგტონში პრეზიდენტი ბუში ერაყის შიიტთა გავლენიან ლიდერს აბდელ აზიზ ალ-ჰაკიმს ხვდება.

XS
SM
MD
LG