ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე სამხედრო რეიდების განხორციელებას აჩერებს


ისრაელის მთავრობამ, არმიას მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე რეიდების განხორციელების შეწყვეტა უბრძანა. ეს ნაბიჯი პალესტინურ შეიარაღებულ ფორმირებებთან არსებული არამყარი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამყარების მცდელობითაა ნაკარნახევი.

ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არმის დაბალჩინოსნებს ძებნილი პალესტინელების დაკავების საბაბით, რეიდის მოწყობის ბრძანების გაცემის უფლება აღარ ექნებათ. ასეთი ბრძანების გაცემის უფლება მხოლოდ მაღალცინოსნების პრივილეგიად დარჩება.

ისრაელი იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილება, პალესტინურ შეიარაღებულ ფორმირებებს ღაზას სექტორიდან ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმების განხორციელებაზე ხელს ააღებინებს.

XS
SM
MD
LG