ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპის თურქეთში ვიზიტის პერიპეტიები


რომის პაპის ბენედიქტე XVI-ის თურქეთში ოთხდღიანი ვიზიტის მიმდინარეობისას ქვეყნის მედია მის მიერ ნათქვამ ყველა სიტყვას ზედმიწევნით აშუქებდა. რას ფიქრობს პაპი თურქეთის მონაწილეობაზე ევროპის საქმეებში? ილოცებდა თუ არა იგი წმინდა სოფიოს ტაძარში? რომელიც ახლა მუზეუმს წარმოადგენს.

ეცდებოდა თუ არა პაპი გასულ სექტემბერს, მის მიერ მე 14-ტე საუკუნის ბიზანტიის იმპერატორის მიერ, მუჰამედის სწავლების ბოროტად და არაჰუმანურად შემკობის ციტირებით გამოწვეული მსოფლიოს მუსლიმანთა რისხვის დაშოშმინებას? სწორედ ამ ფაქტისა და ტანამედროვე მსოფლიოში ქრისტიანობასა და ისლამს შორის არსებული დაძაბულობის გამო, პაპის ვიზიტს თურქეთში მრავალი ადამიანი არ მიესალმებოდა. თუმცა პაპის მთავარი მიზანი მსოფლიო პატრიარქთან ბართლომე I-თან შეხვედრა იყო. ეს შეხვედრა მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის უკვე ათასი წლის განმავლობაში არსებული განხეთქილების განმრთელების მცდელობას წარმოადგენდა. “ჩვენ ვთვლით, რომ პაპის პატრიარქთან მეგობრული ურთიერთობის დამყარების ან ალიანსის შექმნის მცდელობაში არაფერი საზიანო არ არის. მაგრამ მან ეს ისე არ უნდა გააკეთოს, რომ ვინმეს ეჭვი შეეპაროს იმაში, რომ პაპი ისლამის წინააღმდეგ ქრისტიანთა ალიანსის სექმნას ლამობს”. ამბობს ამ ფაქტთან დაკავშირებით ანკარის ბილკენტის უნივერსიტეტში მოღვაწე პოლიტოლოგი ჰასან ულანი.

70-ათ მილიონიან თურქეთში ქრისტიანები უმნიშვნელო უმცირესობას წარმოადგენენ. მათი რიცხვი დაახლოებით 100-სი ათასით განისაზღვრება. ისინი ძირითადად მართლმადიდებლები არიან. რწმენის თავისუფლების გარანტიას თურქეთის კანონმდებლობა იძლევა, მაგრამ მათი მოღვაწეობა მკაცრი რეგულაციის ხარჯზე ხდება. სტამბოლელი მწერალი და ჟურნალისტი მუსტაფა აკიოლი ამბობს, რომ ქრისტიანების წინაშე თურქეთში საკმაოდ ბევრი პრობლემა დაგას: “ის, რომ თურქეთის ქრისტიანებს აქ ბევრი უსიამოვნება ხვდებათ ნამდვილად ფაქტს წარმოადგენს. მათ რწმენის ნამდვილი თავისუფლება არ გააჩნიათ” განმარტავს აკიოლი. თუმცა ამატებს იგი, რელიგიური სკოლების გახსნის სიძნელე ისლამისტურ ჯგუფების ზეწოლის შედეგი არ არის. ეს თურქეთის საერო სახელმწიფოს ზოგადი კანონია. ზემოთქმულის მიუხედავად მრავალი ქრისტიანი მუსლიმთა მხრიდან ზეწოლას განიცდის.

ხშირად მათ თურქეთში, როგორც უცხო ელემენტს ისე აღიქვავენ. მართლმადიდებელი ლიდერები იმედოვნებენ, რომ პაპის ვიზიტი ხელს შეუწყობს რეგულაციის შესუსტებას და შესაძლებელი გახდება 20-ცი წლის წინ დახურული მართლმადიდებლური სემინარიის ხელახალი გახსნა. ვიზიტისას პაპმა რწმენის უფრო ვრცელი თავისუფლების აუცილებლობის შესახებ გაამახვილა ყურადღება: “რწმენის თავისუფლება, კანონის მიერაა გარანტირებული და ეს ეფექტურად მოიცავს ცალკეული პირებისა თუ საწყმსოების ინტერესებს, რაც თავისთავად საზოგადოების აღმშენებლობას უწყობს ხელს”.

ვიზიტის მიწურულს პაპმა და პატრიარქმა რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

XS
SM
MD
LG