ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპინებს თავს დამტყდარი ტაიფუნის შედეგად ასობით ადამიანი გარდაიცვალა


ტაიფუნმა დორიანმა, რომელიც ფილიპინების სამხრეთს დაატყდა თავს 114 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ფილიპინებიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ფილიპინების სამხრეთს ძლიერი ტაიფუნი დაატყდა თავს. ტაიფუნმა დორიანმა, ხანგრძლივი წვიმები და მეწყერი გამოიწვია. ჯერ-ჯერობით ცნობილია, რომ დაღუპულია სულ მცირე 140-ცი ადამიანი. შიშობენ, რომ ქვეყნის დედაქალაქ მანილადან სამხრეთით, 350-ათი კილომეტრით დაშორებით მდებარე ვულკან მაიონთან, დიდი მეწყერის ჩამოწოლის შედეგად შეიძლება კიდევ ასობით ადამიანი იყოს დაღუპული. ფილიპინების პრეზიდენტმა გლორია აროიომ დაზარალებულ რეგიონში დახმარების გასაწევად არმიის ნაწილების გაგზავნის ბრძანება გასცა. ფილიპინების ეროვნული წითელი ჯვრის ორგანიზაციის თავმჯდომარის სენატორ რიჩარდ გორდონის თქმით, დახმარება კატასტროფის შედეგად დაზარალებულ დაახლოებით 100-ს ათას ადამიანს უნდა გაეწიოს:
XS
SM
MD
LG