ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ნატოს ავტოკოლონასთან კამიკაძემ აიფეთქა თავი


ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის სამხრეთის ქალაქ ყანდაარში კამიკაძე ტერორისტმა ნატოს ავტოკოლონასთან შორიახლოს საკუთარი მანქანა ააფეთქა. ინციდენტის შედეგად სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა. თვითმხილველთა განცხადებით, იმ დროს როცა ნატოს ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, დაიჭრა რამდენიმე სხვა ადამიანი. ნატოს წარმომადგენლის განცხადებით, კი ალიანსის ჯარისკაცებმა იარაღი მაშინ გამოიყენეს, რომცა ავტოკოლონასთან მათ კიდევ ერთი საეჭვო ავტომანქანა შენიშნეს. გენერალ მაიორის ლუკ ნიტინგის განცხადებით: “მას შემდეგ რაც მანქანის პატრონმა ჩვენს გამაფრთხილებელ გასროლასა და სხვა სიგნალებზე არ მოახდინა რეაგირება, ალიანსის ჯარისკაცებმა ავტოტრანსპორტის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. სროლისას მძღოლი გარდაიცვალა. “ ნატოს შეფასებით, წელს ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე კამიკაძე ტერორისტების თავდასხმები გახშირდა. ამ ინციდენტებში დაღუპულთა რაოდენობა წელს დაახლოებით 5-ჯერ მეტია, ვიდრე შარშან.

XS
SM
MD
LG