ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში გრძელდება კოალიციის სამხედრო ძალთა რეიდები


ბაღდადში გრძელდება კოალიციის რეიდები. ამ ფონზე, ერაყელი სამხედროები კოალიციის შვეულმფრენების დახმარებით სუნიტ მოთარეშეებს დაუპირისპირდნენ. ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, ბაღდადის ფადილის რაიონში მომხდარი შეტაკებისას დაიღუპა ერთი ერაყელი ჯარისკაცი და ორი სხვა. ერაყელების ინფორმაციითვე ბაღდადის სხვა რაიონებში მომხდარ თავდასხმებსა და სამანქანო აფეთქებებში სულ მცირე 6 ადამიანი იქნა მოკლული. პარალელურად ბაღდადში განვითარებული მოვლენებისა, ამერიკელი სამხედროები იტყობინებიან, რომ ბაღდადის მიმდებარე რაიონში ალ ყაიდას ტერორისტების წინააღმდეგ განხორციელებული სპეციოპერაციებისას კოალიციის ჯარისკაცებმა ორი მოთარეშე მოჰკლეს, 27 კი დააკავეს.
XS
SM
MD
LG