ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბეირუთში ჰეზბოლას თაოსნობით მრავალათასიანი დემონსტრაცია გაიმართა


ბეირუთში, ლიბანის პრემიერ მინისტრ სინიორას მთავრობის წინააღმდეგ ჰეზბოლას თაოსნობით გამართულ საპროტესტო აქციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ლიბანის სამთავრობო ჯარებმა და პოლიციამ პრემიერ მინისტრის რეზიდენციის ტერიტორიასთან მისასვლელი გზები გადაკეტეს. დემონსტრანტები ლიბანის დროშებით ხელში დასავლური ორიენტაციის მქონე სინიორას გაძევებას მოითხოვდნენ. ჰეზბოლას დაჯგუფების ხელმძღვანელმა ჰასან ნასრალამ კი ლიბანის არსებულ ხელისუფლებას არაკომპეტენტურობაში დასდო ბრალი. შეგახსენებთ, რომ შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა ლიბანში ახალი ეროვნული ერთობის მთავრობის შექმნას ითხოვს. პრემიერ მინისტრ სინიორამ უკვე განაცხადა, რომ ლიბანში არსებული მთავრობის შეცვლა ვერ მოხდება, თუ პარლამენტი ამ საკითხზე დადგენილებას არ გამოიტანს. აღსანიშნავია, რომ ისრაელსა და ჰეზბოლას შორის წელს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ჰეზბოლასადმი სხვა შიიტების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა.
XS
SM
MD
LG