ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში მასობრივი დაფლვის ადგილი აღმოაჩინეს


როგორც აშშ-ის სამხედრო სამხედრო კონტინგენტის პრეს-ცენტრმა განაცხადა ქალაქ ბაქუბას შორიახლოს დამარხული 28 გვამი აღმოაჩინეს.

ამ განცხადების თანახმად გვამები ქალაქ ნარვანში გადაიტანეს, რათა მოხდეს მათი ამოცნობა.

ამ განცხადებაში მეტი არაფერია ნათქვამი.

ბაქუბა დაიალას პროვინციის დედაქალაქია სადაც უმეტესად სუნითი არაბი მეამბოხეები მოქმედებენ, მათ შორის ალ-ყაიდას ტერორისტებიც .

ცალკე გაკეთებულ განცხადებაში რომელიც ამერიკული კონტიგენტის პრეს ცენტრმა გააკეთა ნათქვამია რომ წუხელ ბაღდადში განხორციელებული სპეც-ოპერაციების დროს დაიღუპა ერთი ამერიკელი ჯარისკაცი..

ამ ფონზე პენტაგონი ბაღდადში დამატებით 2000 ჯარისკაცს გადაისვრის, რათა ქალაქში შედარებით სტაბილური მდგომარეობა აღდგეს.

XS
SM
MD
LG