ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს სტამბოლში, რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ მართლმადიდებელი  ეკლესიის ეკუმენურ პატრიარქ ბართლომესთან ერთად წირვა აღავლინა


შემდეგ, კი კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა გააკეთა მოწოდება მართლმადიდებელ და კათოლიკე ქრისტიანებს შორის ერთობისკენ.

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ქადაგებისას, რომის პაპმა ქრისტიანთა შორის არსებული განხეთქილება როგორც გაუმართლებელი ისე დაახასიათა.

წირვის დასრულების შემდეგ კი პატრიარქმა ბართლომემ და ბენედიქტე მეთექვსმეტემ გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამია რომ სხვა აღმსარებლობის პატივისცემასთან ერთად ევროპამ თავისი ქრისტიანული ფესვები უნდა შეინარჩუნოს.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის გაფართოებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ დაცული იქნას რელიგიური უმცირესობების უფლებები. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი, ანკარას გაწევრიანების სანაცვლოდ ერთერთ პირობად არამაჰმადიანური რელიგიური უმცირსობების უფლებების დაცვას თხოვს.

XS
SM
MD
LG