ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ბუშისა და ერაყის პრემიერ-მინისტრის ნური ალ მალიკის უმაღლესი დონის შეხვედრა ორდანიაში დასრულდა


ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ მალიკიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადეს, რომ ისინი ერთად ყველანაირ ძალისხმევას ხმარობენ იმისათვის, რათა ბოლო მოეღოს ერაყში რელიგიურ დაპირისპირებასა და ძალმომრეობას. ბატონმა მალიკიმ ასევე აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტი შეთანხმდა იმაზე, რომ ერაყის უშიშროების ძალებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აიღოს თავის თავზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა .

-” ჩვენ საქმე არა გვაქვს ძალზე რთულ პრობლემასთან. ისინი კრიმინალებია არიან, ეს არის ხალხი, ვინც არღვევს კანონს. მხოლოდ და მხოლოდ რკინისებური ძალა ჩვენი ერთიანი მთავრობისა დაგვეხმარება წინ აღუდგეთ მათ, ვინც არღვევს კანონს და ცდილობს დემოკრატიის აღმოფხვრას ერაყში.”

თავის მხრივ პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ იგი საკმაოდ რელისტურად უყურებს იმას, რომ ერაყის პრემიერ-მინისტრს განსაზღვრული სირთულეების გადალახვა მოუწევს და იქვე დასძინა, რომ მისი აზრით მალიკი სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც დღეს ერაყში ეს რთული საქმე უნდა აკეთოს. ბატონმა ბუშმა ასევე განაცხადა, რომ ნამდვილად აღსანიშნავია პრემიერ-მინისტრის სიმამაცე, რომელიც ამ უკანასკნელმა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გამოავლინა, როდესაც იგი საკმაოდ რთულ გადაწყვეტილებებს იღებდა თავისი ხალხის მომავლისათვის და მათ საკეთილდღეოდ.

-”უდაოა, რომ მართლაც რთული მდგომარეობა იყო. რა თქმა უნდა ბევრად უფრო იოლი იქნებოდა, ზოგიერთები რომ არ ცდილობდნენ ქვეყანაში ახლადფეხადგმული დემოკრატიის მოსპობას.ბატონი მალიკის საქმე უფრო იოლი იქნებოდა, ტერორისტები რომ არ ცდილობდნენ ქვეყანაში რელიგიური ძალმომრეობის დამკვიდრებას.”

პრეზიდენტი ბუშისა და ერაყის პრემიერ მინისტრის შეხვედრა ერთ-ერთსასტუმროში რამოდენიმე საათს გაგრძელდა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმაზე თუ როგორ შეიძლება მეზობელმა სახელმწიფოებმა უფრო მეტი დახმარება გაუწიოს მალიკის მთავრობას.

უნდა აღინიშნოს, რომ ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრას საპროტესტო აქციების გარეშე არ ჩაუვლია. იორდანიის მუსლიმთა საძმომ და ცენტრისტულმა პოლიტიკურმა პარტიამ საპროტესტო აქციები მოაწყეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ერაყის საკითხზე პრეზიდენტ ბუშს ოპოზიციაში დემოკრატიული პარტია უდგას, რომელიც თვლის, რომ ერაყში დისლოცირებული 140, 000 ამერიკელი მოსამსახურე შინ უნდა დაბრუნდეს.

პრეზიდენტი ბუში კი თავის მხრივ აცხადებს, რომ სამხედრო კონტინგენტი ერაყში დარჩება მანამ, სანამ ერაყის სუვერენული მთავრობა თვილის, რომ მათი ყოფნა იქ აუცილებელია.

XS
SM
MD
LG