რომის პაპმა ბენედიქტე მე-XVI-მ თურქეთში მისი პირველი ვიზიტის დროს, ქალაქ ეფესოში მდებარე ღვთისმშობლის სახლში მესა აღავლინა. ცნობილია, რომ ცხოვრების უკანასკნელი წლები ღვთისმშობელმა მარიამმა სწორედ აქ დაჰყო. მესას რამდენიმე ასეული ქრისტიანი დაესწრო. მათი უმეტესობა თურქეთის ქრისტიანული უმცირესობის წარმომადგენლები იყვნენ.
დღესვე მოგვიანებით, პაპი მსოფლიო პატრიარქს ბართლომეს შეხვდა სტამბულში. შეხვედრისას კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის არსებული ათასწლოვანი განხეთქილების განმრთელების შესახებ ისაუბრეს.