ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში იორდანიაში მიემგზავრება


ბუში იორდანიაში მეფე აბდულასა და ერაყის პრემიერ მინისტრს შეხვდება. შეხვედრების თემა ერაყში ძალადობის ესკალაციაა.

ბუში ამანში ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრის შემდეგ მიფრინავს. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, ალ-ყაიდას ტერორისტები რელიგიურ ნიადაგზე ძალადობის გავრცელებას ესწრაფვიან. ამასთნ, ბუშს უნდა მალიკის გეგმა შეიტყოს-თუ როგორ შეიძლება რომ ქვეყანაში უსაფრთხოება აღდგეს.

“ შეხვედრების დროს ჩვენ არსებულ სიტუაციას, ასევე ჩვენს ძალისხმევას განვიხილავთ ერაყის ძალებისთივს პასუხისმგებლობის გადაცემისა და რეგიონში სხვა ქვეყნების მოვალეობას ერაყში სტაბილობის მიღწევის მიზნით. ჩვენ გავაგრძელებთ და გავაკეთებთ ყველაფერს აუცილებელს რათა საბოლოო ჯამში წარმატებას მივაღწიოთ. მიუხედავად ამისა, მე არ გავცემ ბრძანებას ერაყიდან ჯარების გაყვანის შესახებ მანამ სანამ ჩვენი მისია არ ამოიწურება”.

პრეზიდენტის განცხადებით, ამოცანის მიღწევა გულისხმობს ერაყში ისეთი მთავრობის ჩამოყალიბებას, რომელიც საკუთარი თავის და ქვეყნის დაცვას, ასევე ტერორისტების მოქმედების აღკვეთას შესძლებს.

ჯორჯ ბუში თქმით ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე ბრძოლები ახლო აღმოსაველთში არსებული სიტუაციის გამოძახილია, სადაც ერთმანეთს ზომიერი პოლიტიკა და ექტრემიზმი უპირისპიდება.

“მტრებს სურთ ამერიკა და მისი მოკავშირეები დაგვარწმუნონ, რომ ჩვენ მათ დამარცხებას ვერ შევძლებთ და რომ ჩვენი ერთადერთი ოცნება უნდა იყოს ან ეს ტერიტორია დავტოვოთ ან რეგიონი მათ დავუთმოთ. ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, რომელსაც დღეს ჩვენ ვეწევით სამხედრო კონფლიქტზე მეტია. ეს 21 საუკუნის გადამწყვეტი იდეოლოგიური ბრძოლაა. ამ ომში ჩვენ სხვას ვერაფერს დავჯერდებით თუ არა გამარჯვებას ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ .”

ამ ფონზე, გაზეთი ნიუ იორკ თაიმსი იტყობინება, რომ პრეზიდენტ ბუშის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში უკვე გამოთქვა სერიოზული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ერაყის პრემიერ მინისტრს შესწევს ძალა ერაყში მიმდინარე რეგლიგიური დაპირისპირება აღკვეთოს.

XS
SM
MD
LG