ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბუშის განცხადების თანახმად ტერორიზმი ერაყს დესტაბილიზაციას უხდენს


პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში ტერორიზმის აღმოფხვრის მიზნით ამერიკა მზად არის დახმარება გაუწიოს ერაყს. მიმდინარე კვირას პრეზიდენტი ბუში ერაყის პრემიერ-მინისტრს ნური ალ მალიკის შეხვდება.

პრეზიდენტ ბუშს მიაჩნია, რომ ტერორისტები ყველანაირ ძალისხმევას მიმართავენ იმისათვის, რომ ერაყის მთავრობის ერთიანობას საფრთხე შეუქმნან და ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, თუმც მისივე თქმით იგი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ერაყს სამოქალაქო ომის საშიშროება ემუქრება.

-”უდაოა, რომ ერაყში მართლაც საშიში მდგომარეობაა. ქვეყანაში ძალადობას აქვს ადგილი. მალიკის მთავრობას მოუწევს ამ ძალადობასთან გამკლავება და ჩვენ გვსურს მათ დავეხმაროთ ამ რთულ სიტუაციაში. ჩვენს ინტერესებშია, რომ ყველამ ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება”-თქვა პრეზიდენტმა.

ბატონმა ბუშმა ასევე აღნიშნა, რომ იგი მოეთმენლად ელის ერაყის პრემიერ მინისტრ ნური ალ მალიკთან შეხვედრას. მისივე თქმით იორდანიაში მათი შეხვედრა კარგი საფუძველი იქნება იმისა, რომ მათ ერაყის მომავალსა და ქვეყნის წინსვლაზე ისაუბრონ. ერაყის მთავრობის წარმატება მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია რადიკალური და ტოტალიტარული ძალების დასამარცხებლად, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დემოკრატიის გავრცელებას ახლო აღმოსავლეთში.

ესტონეთში გამართულ პრეს-კონფერენციაზე კითხვაზე თუ არსებობს იმის პერსპექტივა, რომ აშშ-ს უშუალო მოლაპარაკებები ჰქონდეს სირიასა და ერაყთა ერაყის მომავალზე, ბატონმა ბუშმა განაცხადა, რომ ერაყი დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ატარებს.

-”ერაყს სუვერენული მთავრობა ჰყავს და იგი საკუთარ საგარეო პოლიტიკას ატარებს. მათი აზრით ირანმა და სირიამ ერაყის ახალგაზრდა დემოკრატიას დახმარება უნდა გაუწიონ, რაშიც მე ერაყის მთავრობას ვეთანხმები.”- აღნიშნა ბატონმა ბუშმა.

XS
SM
MD
LG