ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხელისუფლება პოლიტიკურ კორუფციას ებრძვის


დღეს სასტუმრო თბილისი-მარიოტში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უმრავლესობის ერთ- ერთი ლიდერის, რატი სამყურაშვილის ინიციატივას იხილავდნენ, კანონპროექტს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის შესახებ. აღნიშნული კანონპროექტის შექმნის საჭიროება საპარლამენტო უმრავლესობამ ცნობილი ინციდენტის შემდეგ გადაწყვიტა, რომელიც კონსერვატიული პარტიის ლიდერს, კობა დავითაშვილს უკავშირდება.

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა კანონპროექტის ძირითადი პრინციპებით უკმაყოფილოა. რა არგუმენტები გააჩნია კანონპროექტის ოპონენტებს ? - ამის შესახებ „ეროვნული ფორუმის „ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი მელაშვილი გვესაუბრება : - ეს კანონი ძალიან მარტივად გვიჩვენებს, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს შეზღუდოს ყველანაირი გზა ოპოზიციასთან ფინანსური სახსრების მისვლის. ის, რაც ხშირ შემთხვევაში ძალიან გამოსადეგია დასავლურ დემოკრატიულ ქვეყნებში, აქ აბსოლუტურად შეუძლებელი ხდება ძალიან ბევრი ნორმა...

კერძოდ, რას გულისხმობს კანონპროექტი, შეგვიძლია კანონპროექტის ავტორს, ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების’’ თავმჯდომარის მოადგილეს, რატი სამყურაშვილს მოვუსმინოთ: ჩვენი კანონპროექტი გულისხმობს პოლიტიკას კორუფციის გარეშე, რომ ეს პოლიტიკური კორუფცია კანონმდებლობის დონეზე არ უნდა იყოს სანქცირებული.

XS
SM
MD
LG