ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ჯარებმა ღაზის სექტორში განხორციელებული ოპერაციისას ორი პალესტინელი მოჰკლეს


პალესტინის ავტონომიის მედპერსონალის ინფორმაციით ისრაელის ჯარებმა ღაზის სექტორში განხორციელებული ოპერაციისას ორი პალესტინელი მოჰკლეს.

საავადმყოფოს თანამშრომლები ასევე აცხადებენ, რომ ღაზაში მდებარე ქალაქ ბეით ლაჰიაში ისრაელის საჯარისო შენაერთებმა დღეს მეამბოხეთა ობიექტებზე მიიტანეს იერიში. მოკლულია ერთი მოთარეშე.

ამ ფონზე, კი ისრაელის ჯარის წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს ისრაელსა და ღაზის სექტორის გამყოფი, სტრატეგიული დანიშნულების მქონე კარნის უღელტეხილის მიმართულებით მიმავალ ჯგუფს. მოკლულია ერთი ადამიანი. თუმცა ისრაელის მხარე ჯერჯერობით არ ადასტურებს --იყვნენ თუ არა ეს პირები შეიარაღებულნი.

კვირის დასაწყისში, ღაზის სექტორში მოქმედმა პალესტინურმა ფრაქციებმა წინადადება გააკეთეს შეწყვიტონ რაკეტების გასროლა ისრაელის მიმართულებით, თუ ეს უკანასკნელი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციებს შეაჩერებდა.

ისრაელმა ამ შემოთავაზებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ მოთარეშეებმა პირველ რიგში ტერორისტული საქმიანობა უნდა შეწყვიტონ.

XS
SM
MD
LG