დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ცდილობს გაარკვიოს როგორ გახდა რუსეთის ყოფილი ჯაშუში ალექსანდრე ლიტვინენკო-რადიოაქტიური ნივთიერების მსხვერპლი. იგი, შეგახსენებთ, რომ გუშინ გარდაიცვალა ლონდონის საავადმყოფოში.
ლონდონის პოლიცია ლიტვინენკოს ავად გახდომის დღიდან დეტალური სურათის შექმნას ცდილობს. მსხვერპლმა 1 ნოემბერს იგრძნო თავი შეუძლოდ. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ასევე სწავლობს ფარული კამერით დაფიქსირებულ დეტალებს, და აწარმოებს თვითმხილველთა დაკითხვას.