ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი ტერაქტები ერაყში


ერაყის ქალაქ სადრში განხორციელებულიტერაქტების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. ექიმების განცხადების თანახმად 250-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა და კრიტიკულ მდგომარეობაშია. ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა დაღუპულთა დაკრძალვაში. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა ტარიგ ალ ჰაშიმიმ:

-”ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი ხალხის მწუხარებას და ვლოცულობთ მათთვის, ვინც დაიღუპა და ვინც დაიჭრა ამ საშინელი ტერ-აქტებისას.”

ბაღდადში განუსაზღვრელი დროითაა გამოცხადებული კომენდანტის საათი. გუშინ ქალაქ სადრში ხუთი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ამას გარდა ქალაქს ნაღმსატყორცნებიდან დაუშინეს ცეცხლი.

XS
SM
MD
LG