ამერიკაში კონგრესის არჩევნების დასრულებიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ, რესპუბლიკელები და დემოკრატები უკვე 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის შესამზადებელ, პირველ ნაბიჯებს დგავენ.
რესპუბლიკელთა მხრიდან სენატორი ჯონ მაკკეინი და ნიუ იორკის ყოფილი მერი რუდოლფ ჯულიანი უკვე საკუთარი შანსების შემსწავლელ კომიტეტებს აყალიბებენ.
“კამპანიაში მონაწილეობის მიღება აუცილებელი რამაა. თქვენ თავის უკეთესად წარდგენის და ამომრჩეველთან პირდაპირი შეხვედრის შანსი გეძლევათ”. თქვა ჯულიანიმ ნიუ ჰემფშირის შტატში სიტყვით გამოსვლისას.
გალოპის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მონაცემებით, რუდოლფ ჯულიანი რესპუბლიკელთა შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 28-ა პროცენტი აძლევს ხმას. მეორე ადგილზე კი მაკკეინია ხმათა 26-სი პროცენტით.
სხვა რესპუბლიკელები, რომლებიც პრეზიდენტობის კანდიდატებად გასვლას ლამობენ არიან, მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორი მიტ რომნი, ტენესელი სენატორი ბილ ფრისტი, არკანზასის შტატის გუბერნატორი მაიკ ჰაკიბი, კანზასელი სენატორი სემ ბრაუნბეკი, და კალიფორნიის შტატის წარმომადგენელი კონგრესმენი დანკან ჰანტერი.
ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტის პოლიტოლოგის ჯონ ფორტიერის თქმით,
“ჯონ მაკკეინი, რომელიც სენატის შეიარაღების კომიტეტის აქტიური წევრია, ერაყთან დაკავშირებით ხშირად გამოჩნდება და ამომრჩევლის ყურადრებას მიიპყრობს”.
საგულისხმოა ის , რომ სენატორი მაკკეინი იმ უმცირესობას ეკუთვნის, რომელიც ერაყში მშვიდობის დასამყარებლად იქ მყოფი ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაზრდას უჭერს მხარს.
ზოგი თვლის, რომ 2008 წელსაც არჩევნებს ძირითადად ერაყი განსაზღვრავს.
ექსპერტები დემოკრატიული პარტიის მთავარ კანდიდატად, ნიუ იორკის შტატის სენატორსა და ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის მეუღლეს ჰილარი კლინტონს ასახელებენ. თუმცა ბევრი დემოკრატი თვლის, რომ კლინტონი ძალზე პოლარიზებული ფიგურაა იმისატვის, რომ თეთრი სახლისათვის ბრძოლაში გაიმარჯვოს.
ფიქრობენ, რომ მას სეიზლება მოულოდნელი და ახლადგამოჩეკილი კანდიდატი, ილინოისის სენატორი ბარაკ ობამა დაუპირისპირდეს.
მისი ზოგი დემოკრატი მოწინააღმდეგე აცხადებს, რომ ვინაიდან ობამა სენატორად მხოლოდ ორი წელია რაც აირჩიეს, მას პრეზიდენტობისათვის აუცილებელი გამოცდილება ჯერ-ჯერობით არ გააჩნია.
აი რა თქვა ბარაკ ობამამ პრესასტან სეხვედრისას:
“არა მგონია, რომ ვინმე იყოს პრეზიდენტობისათვის მზად მანამდე სანამ იგი პრეზიდენტი გახდება. მე ამერიკელი ხალხის განსჯას ვენდობი. ყველა არჩევნების მსვლელობისას ისინი საკმაოდ ყალიბდებიან, ვინაიდან მოგეხსენებათ ჩვენი არჩევნები საკმაოდ რთულ პროცესს წარმოადგენს”.
პრეზიდენტობის სხვა დემოკრატი კანდიდატები არიან: სენატორები სენატორი ჯოზეფ ბაიდენი დელავერიდან, ქრისტოფერ დოდი კონექტიკუტიდან, ივან ბეი ინდიანიდან, ჯონ კერი მასაჩუსეთსიდან და ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ყოფილი სენატორი ჯონ ედუარდსი.
აგრეთვე აიოვას სტატის გუბერნატორმა ტომ ვაილსეკმა და ნიუ მექსიკოს გუბერნატორმა ბილ რიცარდსონმაც გადაწყვიტეს საპრეზიდენტო სკამისათვის სრბოლის ფერხულში ჩაბმა.
ბევრი ექსპერტის აზრით, წლევანდელ არჩევნებში დემოკრატების მიერ მიღწეული წარმატება ასახავს იმას, რომ 2008 წელს ამომრჩევლები ძირითადად ცენტრისტულად განწყობილ პრეზიდენტობის კანდიდატს დაუჭერენ მხარს.