ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის მინისტრთა კაბინეტი შეთანხმდა სამხედრო რეიდები გაგრძელდეს ღაზის სექტორში


თუმცა მთავრობამ გამორიცხა პალესტინელთა სარაკეტო თავდასხმების წინააღმდეგ ფართე მასშტაბიანი ოპერაციის განხორციელება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას უკვე მეორე ისრაელელი იმსხვერპლა სარაკეტო ცეცხლმა.

გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესმა კომისარმა ლუი არბურმა პალესტინელ ოფიციალურ პირებს უკვე მოუწოდა აღკვეთონ მეამბოხეთა თარეში და სარაკეტო თავდასხმები ღაზის სექტორში. მან ასევე გააკრიტიკა ისრაელის რეიდები ღაზაში, აღნიშნა რა, რომ ისრაელი ფაქტობრივად დაუსჯელად მოქმედებს.

ამ ფონზე, ისრაელის ძალებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთში პალესტინელი მეამბოხე მოჰკლეს. ჯარის წარმომადგენლის განცხადებით, პალესტინელი მეამბოხე ისრაელელი ჯარისკაცების მარშრუტის გასწვრივ ასაფეთქებლებს ამონტაჟებდა.

ღაზის სექტორში კი ორი იტალიელი თანამშრომელის მძევლად აყვანას, დღეს საერთაშორისო წითელი ჯვრის მიერ საქმიანობის შეწყვეტა მოჰყვა. წითელი ჯვრის იტალიელი თანამშრომლები გამტაცებლებს რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდა დატყვევებული.

XS
SM
MD
LG