ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მრეწველობის მინისტრი პიერ  ჟმაიელი ბეირუთის შემოგარენში ჩაცხრილეს.


ლიბანის პრემიერ მინისტრი ფაუად სინიორა აცხადებს, რომ ქვეყანას ვერ დააშინებენ. ჟმაიელის მამა, ამინი, კი რომელიც ლიბანის ყოფილი პრეზიდენტია, ასევე თავშეკავებისკენ მოუწოდებს მოსახლეობას და ქვეყნის ლიდერებს. ბეირუთის ქუჩებში კი ამ დროს დემონსტრანტთა რაოდენობა მატულობს.

ხალხმრავლობაა ქალაქ ბიკფაიაშიც, სადაც ჟმაიელის ცხედარია დასვენებული. დღეს ლიბანში დამოუკიდებლობის დღე უნდა ეზეიმათ. მინისტრის გარდაცვალების გამო კი ყველანაირი სადღესასწაულო ცერეონია გადაიდო.

XS
SM
MD
LG