ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიამ და ერაყმა შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინეს


სირიამ და ერაყმა დაახლოებით ოცდახუთი წლის წინ შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინეს.

ერაყის ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამოსწორება, დღეს ბაღდადში, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვალიდ მუალემის ვიზიტის დროს მოხდა.

შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა დამასკოს ერაყში უცხოელი მებრძოლების შეღწევის წინააღმდეგ რეალური ზომების მიღებით, საკუთარი პოზიტიური მისწრაფებები, რომ დაემტკიცებინა.

XS
SM
MD
LG